Flag 0Flag 1
ak-shegidzlia-moipovo-stsavlis-sruli-dafinanseba

Receive Full Tuition Funding at Alte University!

Learn More
logo

ივნისი 10, 2026

ალტე უნივერსიტეტი ერთიანი სამაგისტრო გამოცდებისთვის მოსამზადებელ ვორკშოპებს გამართავს

Registration Period:

ივნისი 10 00:00

მაგისტრატურის საფეხურზე სწავლის გაგრძელების მსურველთათვის ალტე უნივერსიტეტი ერთიანი სამაგისტრო გამოცდებისთვის მოსამზადებელ ვორკშოპებს გამართავს.

 

ვორკშოპების ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან საგამოცდო ტესტის სტრუქტურას, მიიღებენ პრაქტიკულ რეკომენდაციებს და შეისწავლიან იმ ტექნიკებსა და მიდგომებს, რომლებიც მათ გამოცდაზე უკეთესი შედეგის მიღებაში დაეხმარება.

 

ტრენინგს გაუძღვება მარი დგებუაძე - ალტე უნივერსიტეტის პროფესორი, მეცნიერებათა დოქტორი, სწავლებისა და ქოუჩინგის 22-წლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტი. იგი არის 40-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, განათლების ცენტრ „რენომე“-ს დამფუძნებელი და მსოფლიო განათლების კვლევის ასოციაციის (WERA) საპატიო წევრი და ექსპერტი.

 

ვორკშოპის პროგრამა:

დღე I
წაკითხულის გააზრება
ანალიტიკური წერა

 

დღე II
ლოგიკური მსჯელობა
რაოდენობრივი მსჯელობა

 

27 ივნისი | 13:00 – 17:00
28 ივნისი | 13:00 – 17:00

 

ვორკშოპი განკუთვნილია იმ კანდიდატებისთვის, რომლებიც ერთიანი სამაგისტრო გამოცდებისთვის სისტემურ და შედეგზე ორიენტირებულ მომზადებას გეგმავენ.

 

რეგისტრაციისთვის მსურველებმა უნდა შეავსონ განაცხადი შემდეგ ბმულზე: https://forms.office.com/e/aUF7AH0T3k

alte-universiteti-ertiani-samagistro-gamotsdebistvis-mosamzadebel-vorkshopebs-gamartavs