ალტე უნივერსიტეტი ეგვიპტის AASTMT Arab Academy For Science, Technology and Maritime Transport-ის მედიცინის სკოლის სტუდენტებს მასპინძლობს. სტუმრები საქართველოში ერთთვიანი კლინიკური როტაციის პროგრამით იმყოფებიან.
ვიზიტის პირველ დღეს სტუდენტებს საერთაშორისო მედიცინის სკოლის დეკანი, გიორგი გაბისონია და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი, თორნიკე ბაქაქური შეხვდნენ. შეხვედრაზე სტუმრები ალტე უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამებსა და აქ არსებულ სტუდენტურ შესაძლებლობებს გაეცნენ.
კამპუს ტურის ფარგლებში სტუდენტებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა, სასწავლო სივრცეები და ინოვაციური სიმულაციური ცენტრები, სადაც პრაქტიკული სწავლების თანამედროვე ტექნოლოგიებსა და მიდგომებს გაეცნენ.
სტუდენტების ვიზიტი აფილირებულ კლინიკაში - სამედიცინო ცენტრ „ვივამედში’’ გაგრძელდა. ვიზიტის ფარგლებში ისინი კლინიკურ მენეჯერს, ზურაბ ჩხაიძეს შეხვდნენ, გაეცნენ სამუშაო პროცესს, კლინიკურ გარემოსა და პრაქტიკული სწავლების სპეციფიკას.
კლინიკური როტაციები 28 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში ეგვიპტელი სტუდენტები ქართველ ექიმებთან ერთად იმუშავებენ და მნიშვნელოვან პრაქტიკულ გამოცდილებას დააგროვებენ.
