Flag 0Flag 1
logo

ივნისი 25, 2025

ალტე უნივერსიტეტი 50-ზე მეტი ახალი საერთაშორისო უნივერსიტეტის პარტნიორი გახდა

2024-2025 აკადემიური წელს, ალტე უნივერსიტეტი 50-ზე მეტი ახალი საერთაშორისო უნივერსიტეტის პარტნიორი გახდა.

 

საერთაშორისო პარტნიორობების გაძლიერება ალტე უნივერსიტეტისთვის განვითარებისა და მაღალი ხარისხის განათლების მიწოდების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველია. ეს თანამშრომლობები სტუდენტებსა და პერსონალს აძლევს შესაძლებლობას, გაიზიარონ საერთაშორისო გამოცდილება და ცოდნა. ამასთან ერთად, ხელი შეუწყონ ინოვაციური იდეებისა და მიდგომების ინტეგრაციას.

 

აღნიშნული გლობალური შესაძლებლობები ხელს უწყობს საუნივერსიტეტო საზოგადოების  პიროვნულ, აკადემიურ თუ პროფესიულ ზრდას. როგორც სტუდენტებს, ასევე აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს აქვთ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში, გლობალურ კონფერენციებსა და კვლევით პროექტებში, ისარგებლონ საერთო აკადემიური რესურსებითა და სამეცნიერო პუბლიკაციებით.

 

მსგავსი გლობალური შესაძლებლობები უზრუნველყოფს ალტე უნივერსიტეტის მუდმივ განვითარებას, ინოვაციურობასა და სასწავლო პროგრამების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას. 

 

ალტე უნივერსიტეტი კვლავ აგრძელებს აქტიურ მუშაობას საერთაშორისო პარტნიორული ქსელის გაფართოებასა და ამ მიმართულებით კიდევ უფრო გაძლიერებაზე. 

 

ალტე უნივერსიტეტის საერთაშორისო პარტნიორების სრული სიის სანახავად, ეწვიეთ ბმულს:  https://shorturl.at/J5mCi