Flag 0Flag 1
logo

ალიანსის უნივერსიტეტი

ალიანსის უნივერსიტეტი 2010 წელს, ინდოეთის ქალაქ ბენგალურუში დაარსდა და 1995 წელს დაარსებული ალიანსის ბიზნეს აკადემიიდან წარმოიშვა. უნივერსიტეტი აღიარებულია უნივერსიტეტის საგრანტო კომისიის (UGC) მიერ და აკრედიტებულია ისეთი ორგანოების მიერ, როგორიცაა AICTE და NAAC. უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს ინჟინერიის, ბიზნესის, სამართლის, ჰუმანიტარული და გამოყენებითი მეცნიერებების დარგში.

 

ალიანსის უნივერსიტეტი მსოფლიოს 80-ზე მეტ უნივერსიტეტთან პარტნიორობს. საკუთარ სტუდენტებს სთავაზობს გაცვლით პროგრამებს, ორმაგი ხარისხის პროგრამებსა და საზაფხულო სკოლებს. უნივერსიტეტი ცნობილია ინდუსტრიული კავშირებითა და კარიერის განვითარების ხელშეწყობით, რაც სტუდენტებს, სტაჟირებისა და მენტორობის პროგრამების ფარგლებში, ეხმარება პრაქტიკული გამოცდილებისა და სამუშაო შესაძლებლობების მიღებაში.

 

ალტე უნივერსიტეტსა და ალიანსის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმია გაფორმებული. თანამშრომლობა საერთაშორისო გამოცდილების მიღების კუთხით მრავალმხრივ შესაძლებლობებს სთავაზობს სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს, კერძოდ:გაცვლითი პროგრამების, ერთობლივი კვლევითი პროექტების ორგანიზებას, სასწავლო მასალებისა და ლიტერატურის გაცვლას, ერთობლივი პროგრამების განვითარება