Flag 0Flag 1
logo

იანვარი 23, 2026

"AI ლანდშაფტი: ტენდენციები და კროს-სექტორული გამოყენება" - მრგვალი მაგიდის დისკუსია ალტე უნივერსიტეტში

30 იანვარს ალტე უნივერსიტეტის IT სკოლისა და „ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრის“ ორგანიზებით, გაიმართება მრგვალი მაგიდა თემაზე - „AI ლანდშაფტი: ტენდენციები და კროს-სექტორული გამოყენება.” 

 

ღონისძიება დაეთმობა ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკული და თეორიული ასპექტების განხილვას, კერძოდ:

  • AI-ის კროს-სექტორული განხილვა;
  • რა არის და რა არ არის AI;
  • განსხვავება AI-ის, ალგორითმებსა და ავტომატიზაციას შორის;
  • როგორ მუშაობს AI რეალურ სამყაროში;
  • პროფესიონალების გამოცდილების გაზიარება: შეხვედრა AI ინდუსტრიისა და ხელოვნური ინტელექტის სფეროს ექსპერტებთან.

     

ღონისძიებას მოდერაციას საინფორმაციო ტექნოლოგიების სკოლის დეკანი - რუსო სანაძე გაუწევს. დისკუსიას გაუძღვებიან მოწვეული სპიკერები. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ ღია, პრაქტიკულ და შინაარსობრივ განხილვაში.

 

  • თორნიკე რაზმაძე - რადიუმის დამფუძნებელი - „ალგორითმული ხელოვნური ინტელექტი“;
  • გიორგი ხანიშვილი - ველინის დირექტორი - “ხელოვნური ინტელექტის ადაპტაცია კლასიკურ ბიზნესებში”;
  • გიორგი გვასალია - DeteqtAI დამფუძნებელი - “DeteqtAI-ს მაგალითი და ხელოვნური ინტელექტის გავლენა”;
  • ლაშა დალაქიშვილი - ალტე უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი - „ხელოვნური ინტელექტი განათლებასა და მეცნიერებაში".

     

ღონისძიებაზე დასასწრებად, აუცილებელია შეავსოთ მოცემული სარეგისტრაციო ფორმა.

 

შეხვედრა გაიმართება 30 იანვარს 16:00 საათზე ალტე უნივერსიტეტის კამპუსში. 

საინფორმაციო ტექნოლოგიები

/
"AI ლანდშაფტი: ტენდენციები და კროს-სექტორული გამოყენება" - მრგვალი მაგიდის დისკუსია ალტე უნივერსიტეტში