AGH-ის კრაკოვის უნივერსიტეტი არის ერთ-ერთი წამყვანი ტექნიკური უნივერსიტეტი ცენტრალურ ევროპაში, რომელიც აერთიანებს მრავალწლოვან აკადემიურ ტრადიციებსა და თანამედროვე, ინოვაციებზე დაფუძნებულ განათლებას. უნივერსიტეტი აქტიურად უწყობს ხელს ცოდნაზე დაფუძნებული საზოგადოების განვითარებას, განსაკუთრებული აქცენტით მეცნიერებაზე, ტექნოლოგიებსა და კვლევაზე. თანამედროვე ლაბორატორიები, ძლიერი საერთაშორისო თანამშრომლობა და კვლევაზე ორიენტირებული გარემო სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება და განვითარდნენ გლობალურ, კონკურენტულ სივრცეში.
ალტე უნივერსიტეტსა და AGH University of Krakow-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმია გაფორმებული. თანამშრომლობა საერთაშორისო გამოცდილების მიღების კუთხით მრავალმხრივ შესაძლებლობებს სთავაზობს სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს, კერძოდ:გაცვლითი პროგრამების, ერთობლივი კვლევითი პროექტების ორგანიზებას, სასწავლო მასალებისა და ლიტერატურის გაცვლას, ერთობლივი პროგრამების განვითარებას.

