გაცნობებთ, რომ ალტე უნივერსიტეტში მედიცინის ქართულენოვანი, ინგლისურენოვანი და კომპიუტერული მეცნიერების ინგლისურენოვანი პროგრამების ადმინისტრაციული რეგისტრაციის პროცესი წარიმართება 23-24 სექტემებრეს.
სარეგისტრაციო ბმული
აბიტურიენტები, ადმინისტრაციულ რეგისტრაციას გაივლით ონლაინ და ლინკს პირადი ტელეფონის ნომერზე სმს-ის სახით მიიღებთ 23 სექტემბერს, იგივე ლინკი განთავსდება ალტე უნივერსიტეტის ვებ გვერდსა (www.alte.edu.ge) და Facebook გვერდზე.
ადმინისტრაციული რეგისტრაცია გულისხმობს მოთხოვნილი დოკუმენტაციის ელექტრონული ფორმატით პორტალზე ატვირთვასა და თანხის გადახდას შესაბამისი გრაფიკის მიხედვით, რის საფუძველზეც გამოიცემა სტუდენტის ჩარიცხვის ბრძანება.
ადმინისტრაციული რეგისტრაციის ვადა:
- 23 სექტემბრის 12:00 საათიდან, 24 სექტემბრის 18:00 საათის ჩათვლით
არასრულწლოვნები:
- შენიშვნა: არასრულწლოვანი აბიტურიენტის შემთხვევაში, ადმინისტრაციული რეგისტრაცია განხორციელდება ორ ეტაპატდ. რეგისტრაციის ნაწილს გაივლით ონლაინ, ხოლო შემდეგ უნდა მობრძანდეთ ალტე უნივერსიტეტში მშობლის, ან კანონიერი მეურვის თანმხლებით, 23-24 სექტემბერს ( 12:00-17:00 საათზე), რათა დაასრულოთ ადმინისტრაციუალი რეგისტრაცია (მის. უნივერსიტეტის ქუჩა N2).
რეგისტრაციის დროს ასატვირთი დოკუმენტაცია:
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი ( ორივე მხარე)
- საშუალო სკოლის დამთავრების ატესტატი დედანი, ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი
- ფოტო-სურათი (3x4);
- სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის);
- არასრულწლოვანი პირველკურსელის შემთხვევაში, მშობლის, ან მეურვის პირადობის მოწმობა და სტუდენტის დაბადების მოწმობა.
*ონლაინ რეგისტრაციის გავლის შემდეგ, ჩამოთვლილი საბუთების ორიგინალი ვერსიები უნდა წარმოადგინოთ ალტე უნივერსიტეტში არაუგვიანეს 30 ოქტომბრისა.
*ყურადღება! აბიტურიენტმა ყველა საჭირო დოკუმენტი უნდა წარმოადგინოს ადმინისტრაციული რეგისტრაციისათვის განსაზღვრულ ვადებში. სხვა შემთხვევაში, ის ვერ მოხვდება პრეზიდენტის ბრძანებაში და ვერ მოიპოვებს სტუდენტის სტატუსს. აბიტურიენტები რომლებიც არ/ვერ გაივლიან ადმინისტრაციულ რეგისრაციას და ვერ მოიპოვებენ სტუდენტის სტატუსს 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში, სტუდენტის სტატუსის მოსაპოვებლად უნდა მიმართონ უნივერსიტეტს განცხადებით, არაუგვიანეს პრეზიდენტის ერთიანი აქტის გამოცემიდან, მომდევნო წლის ივნისამდე.
გაითვალისწინეთ: ამ გზით აბიტურიენტის ჩარიცხვა გამორიცხავს მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის გამოყენების შესაძლებლობას.
ალტე უნივერსიტეტი გისურვებთ ნაყოფიერ სასწავლო წელს!
