- ვისთვის არის ეს კურსი?
კურსი განკუთვნილია, სხვადასხვა სფეროს საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერებისთვის, რომლებსაც არ აქვთ HR-ის ფორმალური განათლება და სურთ უკეთ გაუმკლავდნენ გუნდის მართვის გამოწვევებს, ამასთან, შექმნან პოზიტიური და პროდუქტიული სამუშაო გარემო.
- კურსის მიმოხილვა
კურსის მიზანია არა-HR მენეჯერებისთვის იმ ცოდნის გადაცემა, რაც მათ გუნდის მართვის თანამედროვე პრაქტიკების ყოველდღიურ საქმიანობაში დანერგვაში დაეხმარება. კურსი მონაწილეებს მისცემს საჭირო რბილ და ტექნიკურ უნარებს, რათა იყვნენ, არა მხოლოდ ლიდერები, არამედ თანამშრომლებისთვის მხარდამჭერი და განვითარებაზე ორიენტირებული მენეჯერები. სწავლება ინტერაქტიულია, რაც უზრუნველყოფს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარის გამომუშავებას.
- ტრენერი
სალომე ერაგია - ადამიანური რესურსების მართვის პროფეაიონალი, კარიერის კონსულტანტი, ქოუჩი, მენტორი, DEI სერტიფიცირებული კონსულტანტი. აქვს HR მიმართულებით მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. ამ ეტაპზე იკავებს ,,მრავალპროფილური კლინიკა კონსილიუმ მედულას“ HR დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციას. LinkedIn
- კურსის ხანგრძლივობა
კურსი მოიცავს 20 საკონტაქტო საათს.
*სასწავლო პროგრამა და განრიგი შესაძლებელია მოერგოს ორგანიზაციის ინდივიდუალურ მოთხოვნებსა და საჭიროებებს.
კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ალტე უნივერსიტეტის სერტიფიკატი.
საკონტაქტო მეილი: LLC@alte.edu.ge
