Flag 0Flag 1
ak-shegidzlia-moipovo-stsavlis-sruli-dafinanseba

⬇️

გაიგე მეტი

ოქტომბერი 03, 2025

2025 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდო

ალტე უნივერსიტეტი უკვე მესამე წელია, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მხარდამჭერია.

წელს უნივერსიტეტის რჩეული ქალაქ დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლის პედაგოგი მაია ლაპიაშვილი გახდა, რომელსაც ალტე უნივერსიტეტის ვიცე პრეზიდენტმა მარკეტინგისა და ბიზნესის განვითარების მიმართულებით - ანი ამირანაშვილმა, უნივერსიტეტის სახელით, ფულადი პრიზი გადასცა და მხარდაჭერა გამოუცხადა; პროექტის გამარჯვებული და მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი კი ახალქალაქის N3 საჯარო სკოლის მასწავლებელი ჟანა ხაჩატურიანია. 

მაია გეოგრაფიას, სამოქალაქო განათლებასა და ბუნებისმეტყველების მასწავლებელია. მას პედაგოგობის 26-წლიანი გამოცდილება აქვს და ამასთანავე, აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა ტრენინგისა და ქოუჩინგის პროგრამაში. 

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ მნიშვნელოვან როლს თამაშობს პედაგოგის პროფესიის პოპულარიზაციისა და წახალისებაში. აღსანიშნავია, რომ ალტე უნივერსიტეტი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულის კლუბის წევრებთან ერთად სხვა აქტივობებსა და ინიციატივებშიც არის ჩართული, მასპინძლობს ყოველწლიურ კონფერენციებს და მომავალშიც აქტიურად განაგრძობს პროექტისა და პედაგოგების მხარდაჭერას.

ალტე უნივერსიტეტი ულოცავს პედაგოგებს ამ წარმატებას და ვუსურვებთ ახალი სიმაღლეების დაპყრობას თავიანთ პროფესიულ საქმიანობაში!

2025 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდო