Flag 0Flag 1
logo

მაისი 14, 2025

2-დღიან Arduino ჰაკათონზე რეგისტრაცია დაიწყო

ალტე უნივერსიტეტი ტექნოლოგიებით დაინტერესებულ X-XII კლასის მოსწავლეებს, იწვევს უნიკალურ 2-დღიან Arduino ჰაკათონზე, რომელიც ჩვენს კამპუსში გაიმართება.

 

ჰაკათონის ფარგლებში მოსწავლეები შეისწავლიან Arduino პლატფორმის საფუძვლებს, განივითარებენ პრაქტიკულ და გუნდთან ერთად მუშაობის უნარებს. ექნებათ შესაძლებლობა, გამოცდილ მენტორებთან ერთად იმუშაონ რეალურ, ინოვაციურ პროექტებზე.

 

ორი დღის განმავლობაში, დარგის წამყვან სპეციალისტებთან ერთად, მოსწავლეები გაივლიან გზას იდეის გაჩენიდან, მის რეალობად ქცევამდე: ბრეინშტორმინგი, კოდის წერა, ელექტრონული სქემების აწყობა და საბოლოო ეტაპზე ფინალური ნაშრომის წარდგენა.

 

საუკეთესო პროექტის ავტორი ალტე უნივერსიტეტისგან პროექტის განსახორციელებლად 1000 ლარს და საჭირო რესურსულ მხარდაჭერას მიიღებს. 

 

ჰაკათონში მონაწილეობის მისაღებად მოსწავლეებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ 3-4 მონაწილისგან შემდგარ გუნდთან ერთად. ინდივიდუალურად დარეგისტრირების შემთხვევაში გუნდებში გადანაწილება მოხდება ადგილზე, შემთხვევითობის პრინციპით.

 

რეგისტრაცია გაგრძელდება 25 მაისის ჩათვლით: https://shorturl.at/FsBpG 

 

პროექტის ჩატარების თარიღი:  31 მაისი - 1 ივნისი