„1 დეკემბერი 1918“ ალბა იულიას უნივერსიტეტი არის საჯარო უნივერსიტეტი რუმინეთში, რომელიც აერთიანებს აკადემიურ ტრადიციებსა და თანამედროვე, სტუდენტზე ორიენტირებულ განათლებას. უნივერსიტეტი სთავაზობს მრავალფეროვან პროგრამებს ჰუმანიტარულ, სოციალურ, ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ მიმართულებებში, რაც უზრუნველყოფს როგორც თეორიულ ცოდნას, ისე პრაქტიკული უნარების განვითარებას. საერთაშორისო თანამშრომლობა და კვლევაზე ორიენტირებული გარემო ხელს უწყობს სტუდენტების პროფესიულ ზრდასა და წარმატებას გლობალურ სივრცეში.
ალტე უნივერსიტეტსა და „1 დეკემბერი 1918“ ალბა იულიას უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმია გაფორმებული. თანამშრომლობა საერთაშორისო გამოცდილების მიღების კუთხით მრავალმხრივ შესაძლებლობებს სთავაზობს სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს, კერძოდ:გაცვლითი პროგრამების, ერთობლივი კვლევითი პროექტების ორგანიზებას, სასწავლო მასალებისა და ლიტერატურის გაცვლას, ერთობლივი პროგრამების განვითარებას.

