ალტე უნივერსიტეტში IT სკოლისა და „ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრის“ ორგანიზებით მრგვალი მაგიდის დისკუსია - “AI ლანდშაფტი: ტენდენციები და კროს-სექტორული გამოყენება” გაიმართა.
შეხვედრა ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკულ და თეორიულ ასპექტებს დაეთმო. დისკუსიას საინფორმაციო ტექნოლოგიების სკოლის დეკანი - რუსო სანაძე უძღვებოდა.
ღონისძიება AI სფეროს ექსპერტები და მოწვეული სპიკერების მიერ წარიმართა:
- თორნიკე რაზმაძე - რადიუმის დამფუძნებელი;
- გიორგი ხანიშვილი - ველინის დირექტორი;
- გიორგი გვასალია - DeteqtAI-ს დამფუძნებელი;
- ლაშა დალაქიშვილი - ალტე უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი.
- გიორგი კვინიკაძე - GAIA-ს წევრი.
სპიკერებმა ისეთ მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრეს, როგორიცაა: ალგორითმული ხელოვნური ინტელექტი, AI-ის ადაპტაცია კლასიკურ ბიზნესებში, ხელოვნური ინტელექტი განათლებასა და მეცნიერებაში და სხვა.
შეხვედრის განმავლობაში დამსწრეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, ჩართულიყვნენ ღია დისკუსიაში, დაესვათ მათთვის საინტერესო შეკითხვები და მიეღოთ რჩევები ექსპერტებისგან.


