ვანაძორის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი 1969 წელს დაარსდა, როგორც პედაგოგიური ფაკულტეტი, სრულფასოვანი უნივერსიტეტის წოდება კი 2014 წელს მიიღო. იგი არის სომხეთის ლორის რეგიონში უდიდესი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელსაც ჰყავს 2400-ზე მეტ სტუდენტი ხუთი მიმართულებით - ფილოლოგია; ისტორია და გეოგრაფია; პედაგოგიკა; ბიოლოგია და ქიმია; და ფიზიკა და მათემატიკა. რეგიონის საჭიროებების შესაბამისად, უნივერსიტეტი ორიენტირებულია მასწავლებლების, მკვლევარებისა და პროფესიონალების მომზადებაზე.
უნივერსიტეტი აქტიურად მონაწილეობს Erasmus+ პროექტებში. ასევე, დანერგა ინოვაციური ინიციატივები, როგორიცაა SMART Caffe, MediaLab და სამოქალაქო განათლების ცენტრი. უნივერსიტეტი სტუდენტური გაცვლითი, კონფერენციებისა და ერთობლივი კვლევითი პროგრამების გზით თანამშრომლობს რეგიონულ და საერთაშორისო უნივერსიტეტებთან, რაც სტუდენტებს პრაქტიკულ და გლობალურ სასწავლო გამოცდილებას აძლევს.
ალტე უნივერსიტეტსა და ვანაძორის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმია გაფორმებული. თანამშრომლობა საერთაშორისო გამოცდილების მიღების კუთხით მრავალმხრივ შესაძლებლობებს სთავაზობს სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს, კერძოდ: გაცვლითი პროგრამების, ერთობლივი კვლევითი პროექტების ორგანიზებას, სასწავლო მასალებისა და ლიტერატურის გაცვლას, ერთობლივი პროგრამების განვითარებას.

