Pimpri Chinchwad უნივერსიტეტი 2023 წელს ინდოეთში დაარსდა და Pimpri Chinchwad Education Trust (PCET) - ის ნაწილია, რომელიც 1990 წლიდან უზრუნველყოფს ხარისხიან განათლებას. PCU სტუდენტებს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს სხვადასხვა დისციპლინებში, მათ შორის ინჟინერიაში, მენეჯმენტში, დიზაინში, მეცნიერებაში, სამართალში, მედიასა და ფარმაციაში სთავაზობს.
PCU ორიენტირებულია საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობასა და მსოფლიოს მასშტაბით უნივერსიტეტებთან პარტნიორობაზე. უნივერსიტეტი აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო პროგრამებსა და ინიციატივებში, ხელს უწყობს სტუდენტებისა და პერსონალის გაცვლით პროგრამებში ჩართულობას, ერთობლივ კვლევით პროექტებსა და კულტურულ გაცვლით აქტივობებს.
ალტე უნივერსიტეტსა და Pimpri Chinchwad უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმია გაფორმებული. თანამშრომლობა საერთაშორისო გამოცდილების მიღების კუთხით მრავალმხრივ შესაძლებლობებს სთავაზობს სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს, კერძოდ: გაცვლითი პროგრამების, ერთობლივი კვლევითი პროექტების ორგანიზებას, სასწავლო მასალებისა და ლიტერატურის გაცვლას, ერთობლივი პროგრამების განვითარებას.

