მდგრადი განვითარების ოლიმპიადა არის გლობალური სტუდენტური შეჯიბრი, რომელიც აერთიანებს უნივერსიტეტებს, სტუდენტებს და პარტნიორებს მთელი მსოფლიოდან მდგრადი განვითარების ინოვაციური გადაწყვეტილებების შესაქმნელად. 2026 წელს გლობალური ფინალი გაიმართება ჟენევაში (შვეიცარია) 6–9 ნოემბერს.
საქართველოში ოლიმპიადის ლოკალური ეტაპის ერთ-ერთი მასპინძელია ალტე უნივერსიტეტი. 2026 წლის 16 ივნისს ალტე უნივერსიტეტში გაიმართება სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია— „მდგრადი განვითარების მიზნები: სტუდენტური კვლევა და ინოვაცია". კონფერენცია წარმოადგენს Sustainability Olympiad-ის ლოკალური კონკურსის პლატფორმას საქართველოში.
კონფერენციის ფარგლებში ჩატარდება SDG Solutions – Idea Generation Workshop, სადაც მონაწილეები გუნდებად შეიკრიბებიან და განავითარებენ მდგრადი განვითარების მიზნებზე ორიენტირებულ გადაწყვეტილებებს. კონფერენციის მონაწილეებს შეუძლიათ როგორც საკუთარი გუნდით მონაწილეობა, ასევე შესაძლებლობა ექნებათ ახალ გუნდს შეუერთდნენ.
კონფერენციის შემდეგ გუნდებს ექნებათ დაახლოებით 1.5 თვე იდეის დასამუშავებლად. ივლისში გაიმართება Pitching Presentation (ადგილზე ან ონლაინ ფორმატში), სადაც გუნდები წარადგენენ თავიანთ პროექტებს ჟიურის წინაშე.
გამარჯვებული გუნდი წარადგენს ალტე უნივერსიტეტს Sustainability Olympiad-ის ევროპის რეგიონალურ ნახევარფინალში (კოპენჰაგენი, დანია). ოლიმპიადის ბოლო ეტაპი გლობალური ფინალია, რომელიც ჟენევის უნივერსიტეტში გაიმართება.
მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ სტუდენტს, რომელიც სწავლობს ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან სადოქტორო პროგრამაზე. გუნდი შედგება 2–4 წევრისგან, სხვადასხვა დისციპლინის სტუდენტების მონაწილეობა მისასალმებელია.