რუსო სანაძეს ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით კერძო სექტორის მმართველობით რგოლებში მუშაობის 15+ წლიანი გამოცდილება აქვს. იგი ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ბაკალავრის, განათლების მეცნიერებების მაგისტრისა და დოქტორის ხარისხებს. აქვს 20 წლიანი სწავლების გამოცდილება უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში. სადოქტორო ნაშრომზე მუშაობისას DAAD სტიპენდიების ფარგლებში აწარმოებდა სამეცნიერო კვლევებს ზაარლანდის და კილის კრისტიან-ალბრეხტის უნივერსიტეტებში. ამჟამად, აქტიურად იღებს მონაწილეობას სამეცნიერო და გაცვლით პროექტებში.
