Flag 0Flag 1
logo

მარტი 21, 2022

რუსეთის ომი უკრაინაში

18 მარტს ალტე უნივერსიტეტის ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებათა სკოლის ინიციატივით გაიმართა კონფერენცია კრიტიკულად მნიშვნელოვან თემაზე - რუსეთის ომი უკრაინაში.
ღონისძიების მიზანი იყო უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და რუსეთის აგრესიის შესახებ ცნობიერების ამაღლება.
 

ღონისძიების ამოცანას წარმოადგენდა:

  • სფეროს ექსპერტების მიერ კრიზისის ანალიტიკური შეფასება დეზინფორმაციის;
  • პროპაგანდის და მათი თავიდან არიდების გზების იდენტიფიცირება;
  • მოვლენათა განვითარების შესაძლო სცენარების განხილვა.

კონფერენციაზე მოხსენებით წარდგნენ: 13:10-14:30

  • უკრაინაში რუსეთის ომის სტრატეგიული ანალიზი - დავით სიხარულიძე, ალტე უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
  • უკრაინაში რუსეთის ომის სტრატეგიული შეფასება - ბობ ჰემილტონი, აშშ-ს საელჩო.
  • ნატოსა და შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტის შეცვლა - ჯონ ბუშიჰედი, აშშ-ს არმიის ლეიტენანტი პოლკოვნიკი (რეტ.), ეროვნული უსაფრთხოების საკითხების მაგისტრი, აშშ-ს საზღვაო ასპირანტურის სკოლა.
  • რუსეთის ომის პოლიტიკური და უსაფრთხოების დინამიკა უკრაინის ომში- ბათუ ქუთელია, ალტე უნივერსიტეტის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მკვლევარი.
  • უკრაინაში რუსეთის ომის სამართლებრივი კვალიფიკაცია- გიგა ლემონჯავა, ალტე უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის ხელმძღვანელი;
  • უკრაინასთან რუსეთის ომის კიბერ განზომილება - ანდრო გოცირიძე, კიბერ სტრატეგიის კონსულტანტ-მკვლევარი.

 

მოხსენებების შემდეგ დრო დაეთმო დისკუსიას

რუსეთის ომი უკრაინაში