Flag 0Flag 1
ak-shegidzlia-moipovo-stsavlis-sruli-dafinanseba

ფინანსური მხარდაჭერა აბიტურიენტებისთვის

გაიგე მეტი

LIFESTRAND

101129296 (Erasmus+ CBHE) 

2023–2026 

 

ალტე უნივერსიტეტი Erasmus+ CBHE პროექტის LIFESTRAND (Life Support Training and Dissemination) პარტნიორია. პროექტის მიზანია უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების, ასევე სამხედრო საფრთხის ზონებში მცხოვრები მოსახლეობის გადაუდებელი დახმარებისა და წინასწარი ჰოსპიტალური ტრავმის მართვის უნარების განვითარება. მისი საბოლოო ამოცანაა ოკუპაციისა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის უფლების უზრუნველყოფა. 

 

პროექტის კოორდინატორია თბილისის მედიცინის აკადემია და მასში მონაწილეობენ საქართველოს, უკრაინის, ესპანეთისა და პორტუგალიის წამყვანი უნივერსიტეტები. 

 

პროექტის მიზნები: 

 

  • პირველადი დახმარების სახელმძღვანელოს შემუშავება საქართველოსა და უკრაინის უნივერსიტეტებისთვის, საერთაშორისო პარტნიორების – სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტის, პორტოს უნივერსიტეტისა და SEMERGEN – ესპანეთის ოჯახის ექიმთა საზოგადოების მხარდაჭერით; 
  • უნივერსიტეტების პერსონალის, სტუდენტებისა და ადგილობრივი საზოგადოების წარმომადგენელთა გადამზადება სიცოცხლის გადამრჩენი პირველადი დახმარების უნარებში. 

     

მოსალოდნელი შედეგები: 

 

  • შეიქმნება პირველადი დახმარების სახელმძღვანელოები, რომლებიც იქნება მორგებული უკრაინისა და საქართველოს სამხედრო რისკის ზონებში არსებული საჭიროებების შესაბამისად; 
  • პროექტით პირდაპირ ისარგებლებს 242 უნივერსიტეტის წარმომადგენელი (სტუდენტები და აკადემიური პერსონალი) და 7,200-მდე ადგილობრივი მაცხოვრებელი. 

     

პარტნიორი ინსტიტუციები: 

 

  • თბილისის მედიცინის აკადემია; (პროექტის კოორდინატორი) 
  • თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი;
  • ალტე უნივერსიტეტი;
  • გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი; 
  • ლუგანსკის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი; 
  • ტერნოპილის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი; 
  • პოლტავის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი; 
  • სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტი; 
  • პორტოს უნივერსიტეტი.
LIFESTRAND