Flag 0Flag 1
logo

იანვარი 27, 2026 - იანვარი 12, 2026

ხელოვნური ინტელექტის კურსი მასწავლებლებისათვის

:

იანვარი 27 18:00

ალტე უნივერსიტეტის „მასწავლებლების საბჭოს“ ინიციატივით ტარდება ხელოვნური ინტელექტის Online სასერტიფიკატო კურსი მასწავლებლებისთვის - „ხელოვნური ინტელექტი საკლასო ოთახში“ .  კურსს AI & გაციფრულების ექსპერტ-კონსულტანტი - ნინო გორგაძე გაუძღვება. 

 

ნინო გორგაძე 20-წლიანი გამოცდილების მქონე, საერთაშორისო სერტიფიცირებული პროექტების მართვის პროფესიონალი (PMP, PMI-ACP/PMI), IPMA Georgia-ს დირექტორი და ასოცირებული პროფესორია, რომელიც კურსის ფარგლებში მონაწილეებს გაუზიარებს როგორც თეორიულ ცოდნას, ისე - პრაქტიკულ გამოცდილებას რეალურ მაგალითებზე დაყრდნობით.

 

კურსი საშუალებას მოგცემთ, კიდევ უფრო კარგად გაიცნოთ ხელოვნური ინტელექტი, მასთან მუშაობის წესები, გაიღრმაოთ ცოდნა AI-ის მიმართულებით და შეძლოთ მისი ეფექტური ინტეგრაცია საგაკვეთილო პროცესში.

 

ტრენინგის გავლის შემდეგ შეძლებთ:

  • გამოიყენოთ AI უსაფრთხოდ, რისკებისა და კონფიდენციალურობის გათვალისწინებით;
  • შეადგინოთ სწორი ამოცანები AI-სთვის; 
  • გამოიყენოთ AI გაკვეთილის დაგეგმვაში, სასწავლო მასალების მომზადებაში, შეფასებასა და უკუკავშირის დაბრუნებაში;
  • განასხვაოთ ერთმანეთისგან AI დახმარება და პლაგიატი; 

 

ტრენინგის დასრულების შემდეგ პირად AI ასისტენტსა და რამდენიმე სასწავლო/შეფასების შაბლონთან გექნებათ წვდომა.

 

ხელოვნური ინტელექტის Online სასერთიფიკატო კურსი 20-21 თებერვალს, 18:00 საათზე გაიმართება.

 

მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია: შეირჩევა მხოლოდ 30 მასწავლებელი. 

 

კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია ზემოთ მოცემულ ბმულზე.

 

საინფორმაციო ტექნოლოგიები

/
ხელოვნური ინტელექტის კურსი მასწავლებლებისათვის