ალტე უნივერსიტეტის კამპუსში სტუდენტთა გამოცდილების სამსახურისა და თვითმმართველობის ერთობლივი ღონისძიება - “You Can Dance It Off” გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში ალტე უნივერსიტეტის სტუდენტები თვითმმართველობის ახალ პრეზიდენტს - თიკა მაწიაშვილს შეხვდნენ
ეს კონცერტი შუალედურების დამღლელი პერიოდის შემდეგ, სტუდენტებისთვის განტვირთვის საუკეთესო საშუალება აღმოჩნდა, მათ განწყობაზე კი ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებისგან შემდგარმა ბენდმა “MONOLITH”-მა იზრუნა. ბენდმა ყველასათვის ცნობილი და საყვარელი სიმღერების ქავერები შეასრულა.
