Flag 0Flag 1
ak-shegidzlia-moipovo-stsavlis-sruli-dafinanseba
გაიგე მეტი

„ალტე უნივერსიტეტი“ – ხარისხიანი განათლება და მეტი შესაძლებლობა ახალგაზრდებისთვის

საქართველოში განათლებაზე საუბრისას ხშირად იკვეთება ერთი საკითხი: ხელმისაწვდომობა. ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან ახალგაზრდები დედაქალაქში სწავლის გაგრძელებას ცდილობენ, თუმცა ფინანსური და გეოგრაფიული ბარიერები ამ პროცესში ბევრ ახალგაზრდას აბრკოლებს. ამავდროულად, რეგიონებში კვალიფიციური კადრების დეფიციტი იმ სფეროებშიც კი მწვავედ დგას, სადაც მოთხოვნა მაღალია.

 

სწორედ ამიტომ, კითხვა – რა როლი აქვს უნივერსიტეტს ქვეყნის განვითარებაში – მხოლოდ აკადემიური დისკუსიის თემა არ არის. ეს საკითხი კონკრეტულ ადამიანებს, მათ კარიერასა და იმ გარემოს ეხება, რომელშიც ისინი ცხოვრობენ.

 

განათლების ხელმისაწვდომობის ფინანსური და სოციალური მექანიზმები

 

„განათლება ყველასთვის“ მხოლოდ ლოზუნგად რომ არ დარჩეს, ის კონკრეტულმა ინიციატივებმა უნდა გაამყაროს. „ალტე უნივერსიტეტის“ პრიორიტეტია, შექმნას ხელსაყრელი გარემო ბაკალავრიატის სტუდენტებისა და მაგისტრანტებისთვის, რათა მათ შეძლონ ხარისხიანი განათლების მიღება მიუხედავად სოციალური თუ ეკონომიკური გამოწვევებისა. უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს დეკანის გრანტსა და სპეციალურ შეღავათებს, რომლებიც სწორედ რეგიონებიდან წამოსული ახალგაზრდების მხარდაჭერას ისახავს მიზნად.

 

ეს მიდგომა მხოლოდ ცალკეულ სტუდენტს არ ეხმარება, არამედ უფრო ფართო შედეგზეც არის ორიენტირებული. განათლების ხელმისაწვდომობის ზრდასთან ერთად იმატებს იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც პროფესიულად მომზადებულნი უბრუნდებიან საკუთარ რეგიონებს. ეს კი, თავის მხრივ, მთელი გარემოს განვითარებას უწყობს ხელს.

 

პარტნიორული ქსელი და პრაქტიკული სწავლება რეგიონულ კონტექსტში

 

უნივერსიტეტის გავლენა მხოლოდ იმით არ იზომება, თუ რამდენი სტუდენტი ირიცხება საგანმანათლებლო პროგრამებზე. არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, თუ რამდენად ღრმა კავშირი აქვს მას იმ გარემოსთან, რომელშიც არსებობს.

 

„ალტე უნივერსიტეტი“ დღეს 200-ზე მეტ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობს. ეს პარტნიორობა კონკრეტულ შედეგებში აისახება: სტუდენტები სტაჟირებას რეალურ სამუშაო გარემოში გადიან, ორგანიზაციები კი კვალიფიციურ კადრებს ასაქმებენ.

 

სწავლების პრაქტიკული ელემენტი ყველა პროგრამის განუყოფელი ნაწილია. მაგალითად, უნივერსიტეტის სამართლის პროგრამა აგებულია თეორიისა და პრაქტიკის სინთეზზე, სადაც მომავალი იურისტები რეალურ შემთხვევებზე მუშაობენ და ეუფლებიან პროფესიას. 

 

გლობალური შესაძლებლობების ინტეგრირება ადგილობრივ გარემოში

 

„ალტე უნივერსიტეტი“ დღეს 50-ზე მეტ უცხოურ უმაღლეს სასწავლებელთან პარტნიორობს. ეს თანამშრომლობა სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, გაცვლითი პროგრამების ფარგლებში ევროპისა და აზიის წამყვან უნივერსიტეტებში ისწავლონ.

 

მედიცინის საერთაშორისო სკოლაში 17 სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი სწავლობს. ეს იმას გულისხმობს, რომ ერთ აუდიტორიაში სხვადასხვა კულტურის, გამოცდილებისა და ხედვის მქონე ადამიანები იყრიან თავს. მსგავსი გარემო ისეთ უნარებს ავითარებს, რომელთა ათვისებაც მხოლოდ წიგნებიდან შეუძლებელია.

 

საერთაშორისო კავშირების საუკეთესო მაგალითია NASA Space Apps Challenge, რომელიც ზუგდიდში სწორედ „ალტე უნივერსიტეტის“ ორგანიზებით ჩატარდა. მსგავსი ინიციატივები რეგიონს გლობალურ პროფესიულ სივრცესთან აკავშირებს და ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, ჩაერთონ საერთაშორისო პროექტებში, მიუხედავად მათი გეოგრაფიული მდებარეობისა.

 

უნივერსიტეტის სოციალური პასუხისმგებლობა და საზოგადოებრივი ინიციატივები

 

თანამედროვე უნივერსიტეტი მხოლოდ სწავლებითა და კვლევით არ შემოიფარგლება. არსებობს ე.წ. „მესამე მისია“, რაც საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას გულისხმობს. ეს იმას ნიშნავს, რომ უნივერსიტეტი აქტიურად მონაწილეობს იმ გარემოს განვითარებაში, რომლის განუყოფელი ნაწილიცაა.

 

„ალტე უნივერსიტეტში“ აღნიშნული მისია სხვადასხვა ფორმით ხორციელდება. მაგალითად, ბორჯომის ტყის აღდგენის ინიციატივა, რომლის ფარგლებშიც უნივერსიტეტის თანამშრომლებმა და სტუდენტებმა ერთობლივად 100 ხე დარგეს.

 

ამავდროულად, „ალტე“ უწყვეტი განათლების პროგრამებსაც ახორციელებს. ამ მიდგომის საფუძველზე, სასწავლო პროცესი მხოლოდ ჩარიცხული სტუდენტებით არ შემოიფარგლება და უნივერსიტეტი ცოდნის მიღების შესაძლებლობას უფრო ფართო აუდიტორიას სთავაზობს.

 

„ალტე უნივერსიტეტის“ გავლენა გრძელვადიან განვითარებაზე

 

განათლების ხელმისაწვდომობა, საერთაშორისო კავშირები, პრაქტიკული სწავლება და საზოგადოებრივი ჩართულობა ერთმანეთთან მჭიდროდ გადაჯაჭვული მიმართულებებია. ამგვარი მიდგომით უნივერსიტეტი მხოლოდ აკადემიური ცოდნის გაზიარებით არ შემოიფარგლება და საზოგადოების წინსვლის პროცესშიც აქტიურად ერთვება. 

 

4 სკოლა, 12 პროგრამა და 3000-ზე მეტი სტუდენტი მხოლოდ მშრალი სტატისტიკა იქნებოდა, მათ მიღმა რომ არ იდგნენ ადამიანები, რომლებიც მიღებულ განათლებას საკუთარი თემის საკეთილდღეოდ იყენებენ. 

 

მართალია, უკეთესი მომავლის შენება მხოლოდ ერთი დაწესებულების საზრუნავი არ არის, მაგრამ საგანმანათლებლო სივრცე, რომელიც სტუდენტებს დიპლომთან ერთად რეალურ გამოცდილებას, საჭირო კავშირებსა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის გრძნობას სძენს, ამ საერთო საქმეში უდიდეს როლს ასრულებს. 

„ალტე უნივერსიტეტი“ – ხარისხიანი განათლება და მეტი შესაძლებლობა ახალგაზრდებისთვის„ალტე უნივერსიტეტი“ – ხარისხიანი განათლება და მეტი შესაძლებლობა ახალგაზრდებისთვის