ალტე უნივერსიტეტში თეთრი ხალათების ცერემონია გაიმართა, რომელიც მედიცინის საერთაშორისო სკოლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან ტრადიციად ითვლება.
ცერემონიის დროს, სტუდენტებმა ერთმანეთის ხალათებზე მისალოცი წერილები და თბილი სიტყვები დატოვეს, ერთად აღნიშნეს წარმატება და ერთმანეთს მომავალ კარიერულ გზაზე წარმატებები უსურვეს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ანი ამირანაშვილი, ვიცე-პრეზიდენტი მარკეტინგისა და ბიზნეს განვითარების მიმართულებით; გიორგი გაბისონია, მედიცინის საერთაშორისო სკოლის დეკანი და ასევე სხვა აკადემიური პერსონალი. მათ კურსდამთავრებულებს სწავლის წარმატებით დასრულება მიულოცეს.
ალტე უნივერსიტეტი ულოცავს მედიცინის საერთაშორისო სკოლის კურსდამთავრებულებს ამ მნიშვნელოვან ეტაპი დასრულებას და უსურვებს წარმატებას კარიერულ გზაზე.


