Flag 0Flag 1
ak-shegidzlia-moipovo-stsavlis-sruli-dafinanseba
გაიგე მეტი

ივლისი 26, 2024

White Coat Ceremony

26 ივლისს, ალტე უნივერსიტეტის მედიცინის საერთაშორისო სკოლის კურსდამთავრებულების ინიციატივით, „White coat ceremony“  ჩატარდა. ღონისძიებაზე ალტე უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა - ანი ამირანაშვილმა და მედიცინის საერთაშორისო სკოლის დეკანმა - ქეთევან ჩახნაშვილმა კურსდამთავრებულებს  სწავლის დასრულება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს მათ ახალ კარიერულ გზაზე.

 

ღონისძიების ფარგლებში სტუდენტებმა ერთმანეთს თეთრ ხალათებზე სამოტივაციო, მისალოცი წარწერები დააწერეს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.

 

ალტე უნივერსიტეტი აქტიურად უჭერს მხარს თავისი სტუდენტების ინიციატივებს და ყოველთვის მზად არის, მათთან ერთად შექმნას მოგონებები, რომლებიც კურსდამთავრებულებს მთელი ცხოვრების განმავლობაში გაჰყვებათ.

White Coat CeremonyWhite Coat Ceremony