გლობალური უნარების განმავითარებელი ვორკშოპების ციკლის ფარგლებში ალტე უნივერსიტეტს ამჯერად ტრენერთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ბიზნეს კონსულტანტი და ასოცირებული პროფესორი - თამარ კანაშვილი ესტუმრება. თამარი გაუძღვება ვორკშოპს თემაზე - "როგორ ვიმუშაოთ ეფექტურად გუნდთან ერთად".
შეხვედრა დატვირთული იქნება პრაქტიკული აქტივობებით. ვორკშოპზე მონაწილეები შეისწავლიან, როგორ იმუშაონ საკუთარ თავზე, რათა შეძლონ გუნდთან ერთად ეფექტურად მუშაობა. თამარი ასევე ისაუბრებს საჯარო გამოსვლის ტექნიკებზე.
ამასთან ერთად, მონაწილეები გაეცნობიან გუნდის წევრებთან კომფორტული, ნამდვილი და პროდუქტიული ურთიერთობების დამყარების გზებს, შეიტყობენ არავერბალური კომუნიკაციის მნიშვნელობას და წარმატებული ნეთვორქინგის პრინციპებს.
ღონისძიებაზე დასწრება შეუძლიათ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს.
დასწრება თავისუფალია!
ვორკშოპის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
დაინტერესების შემთხვევაში გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე: https://shorturl.at/SO9bE
- დრო: 14 აპრილი, 15:00 საათი
- ლოკაცია: ალტე უნივერსიტეტი

