Flag 0Flag 1
logo

თებერვალი 20, 2025

ვორკშოპი თემაზე - პრობლემის კრეატიულად გადაჭრის გზები

გლობალური უნარების განმავითარებელი ვორკშოპების სერიის ფარგლებში ალტე უნივერსიტეტში ჩატარდა ვორკშოპი თემაზე - „ პრობლემის კრეატიულად გადაჭრის გზები”.  

 

ვორკშოპს უძღვებოდა კრეატიული დირექტორი- ეკა ყიფიანი. შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებმა განიხილეს, თუ როგორ ხდება პრობლემის ამოცნობა და დაიდენტიფიცირება; როგორ შეიძლება, პრობლემა იქცეს ახალ შესაძლებლობად და რა უნარების გამომუშავებაა საჭირო ამ პროცესში.

 

ვორკშოპების სერიის მიზანია, სტუდენტებმა შეიძინონ და განივითარონ ლიდერობისა და მეწარმეობის, ციფრული, კოგნიტური და ინტერპერსონალური უნარები, რომლებიც მათ დასაქმების საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანს გახდის.

ვორკშოპი თემაზე - პრობლემის კრეატიულად გადაჭრის გზები