ნოემბერი 29, 2024
ვორკშოპი საერთაშორისო სტუდენტებისათვის
ალტე უნივერსიტეტში გლობალური უნარების განმავითარებელი ვორკშოპების ციკლის ფარგლებში, საერთაშორისო სტუდენტებისთვის ჩატარდა ვორკშოპი თემაზე: „დროის ეფექტურად მართვა და დაგეგმვა”. ვორკშოპზე, მცირე თეორიულ მასალასთან ერთად, სტუდენტებმა შეისწავლეს ტექნიკები, რაც მათ დაეხმარებათ სამუშაო, სასწავლო, საგამოცდო თუ პირადი დროის ეფექტურად მართვასა და დაგეგმვაში.
ვორკშოპი ჩაატარა პროფესიონალმა ქოუჩმა - ქეთი ტყავაძემ, რომელიც ამავდროულად სერტიფიცირებული NLP ქოუჩი და პროექტის მენეჯერია.






