Flag 0Flag 1
ak-shegidzlia-moipovo-stsavlis-sruli-dafinanseba
გაიგე მეტი

ნოემბერი 18, 2025

ვორკშოპი - „როგორ ვაქციოთ სურვილი მიზნად?“

ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ვორკშოპი - „როგორ ვაქციოთ სურვილი მიზნად?“  ჩატარდა.


შეხვედრას ალტე უნივერსიტეტის სტუდენტთა კეთილდღეობისა და წარმატების მენტორი - სოფო კოშაძე უძღვებოდა.


ვორკშოპის ფარგლებში მონაწილეებმა გაიცნეს SMART მოდელი და მიზნების სტრურქტურიების ეფექტური გზები, იმუშავეს საკუთარ მიზნებზე და ჩამოაყალიბეს კონკრეტული ნაბიჯები მათ მისაღწევად. შეხვედრის მანძილზე სტუდენტებმა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილებები გაუზიარეს და აქტიურად ჩაერთნენ ინდივიდუალურ და გუნდურ აქტივობებში.


შეხვედრის მიზანი სტუდენტებისთვის იმ პრაქტიკული მიდგომების გაცნობა იყო, რომლებიც მომავალში სურვილების კონკრეტულ, რეალისტურ და მისაღწევ მიზნებად გარდაქმნაში დაეხმარებათ.


წლის განმავლობაში სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა, აქტიურად ჩაერთონ მსგავს შეხვედრებში, რომლებიც შეეხება ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა: მოტივაცია, დროის მენეჯმენტი, ფსიქიკური კეთილდღეობა, კონფლიქტის მართვა, სასწავლო ჩვევების ჩამოყალიბება და სხვა. 


შეხვედრების სერიის მიზანია სტუდენტებში ისეთი უნარების ფორმირება და განვითარება, რომლებიც ხელს შეუწყობს მათ პიროვნულ განვითარებასა და აკადემიურ წარმატებას.

ვორკშოპი - „როგორ ვაქციოთ სურვილი მიზნად?“ვორკშოპი - „როგორ ვაქციოთ სურვილი მიზნად?“