Flag 0Flag 1
logo

მაისი 28, 2025

ONLINE ვორკშოპი - „მარტივად დასწავლის ტექნიკები“

ფსიქოსოციალურ ცენტრ „დაო"- სთან თანამშრომლობის ფარგლებში ალტე უნივერსიტეტი აბიტურიენტებს სთავაზობს ინტერაქციულ ვორკშოპს - „მარტივად დასწავლის ტექნიკები“.

 

ONLINE ვორკშოპს გაუძღვება თათია რაზმაძე  - ფსიქოსოციალური განვითარების ცენტრის „დაო“ დამფუძნებელი და CEO.

 

„დაო“-ს ფარგლებში თათია აქტიურად ახორციელებს პროგრამებს ფსიქიკური ჯანმრთელობისა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიმართულებით. მისი აკადემიური და პრაქტიკული გამოცდილება საშუალებას აძლევს, სხვადასხვა აუდიტორიას, სტუდენტებს, მოზარდებსა და პროფესიონალებს ეფექტურად გაუზიაროს თავისი ცოდნა.

 

ღონისძიებაზე თათია ისაუბრებს დასწავლის ტექნიკებზე, რატომ არის მნიშვნელოვანი, როგორ შეგვიძლია, გამოვიმუშავოთ კონკრეტული უნარები და რა შედეგი მოაქვს მსგავსი მეთოდებით მუშაობას.

 

  • 16 ივნისი, 13:00
  • ZOOM 

 

კურსის დასრულების შემდეგ თითოეული მონაწილე მიიღებს ელექტრონულ სერტიფიკატს.

 

ვორკშოპზე დასასწრებად გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე: https://shorturl.at/4d0VO 

 

რეგისტრაცია გაგრძელდება 13 ივნისის ჩათვლით.

ONLINE ვორკშოპი - „მარტივად დასწავლის ტექნიკები“