გლობალური უნარების განმავითარებელი ვორკშოპების სერიის ფარგლებში ალტე უნივერსიტეტს ამჯერად თამარა ქლიბაძე ესტუმრა, რომელიც უძღვებოდა შეხვედრას თემაზე: “ლიდერობა რეალურ ცხოვრებაში”
თამარა Europebet-ს HR დირექტორი, სერტიფიცირებული პრაქტიკოსი ტრენერი და განათლების ფსიქოლოგის მაგისტრია. მან ვორკშოპის მონაწილეებს აკადემიური, პროფესიული და პირადი განვითარებისთვის საჭირო ლიდერობის ტექნიკები გაუზიარა.
ვორკშოპის განმავლობაში სტუდენტებმა იმუშავეს ისეთი ლიდერული უნარების განვითარებაზე, როგორიცაა: გადაწყვეტილების მიღება, პრობლემების გადაჭრა, კომუნიკაცია და გუნდის მოტივაცია.
ვორკშოპის დასრულების შემდეგ თითოეულ მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცა

