ალტე უნივერსიტეტში გაიმართა ვებინარი თემაზე: "პირველი კოდიდან Angular დეველოპერობამდე"
ვებინარს უძღვებოდა ალტე უნივერსიტეტის ანგულარის პროგრამის ლექტორი: კოტე ლაფერაშვილი. შეხვედრას ესწრებოდნენ სტუდენტები და სხვა დაინტერესებული პირები.
შეხვედრაზე განიხილეს თემები როგორიცაა: შესაძლო შეცდომები და დაბრკოლებები პროგრამისტობისკენ მიმავალ გზაზე, თანამედროვე მოთხოვნები ტექნოლოგიების მიმართ, ალგორითმები, მონაცემთა სტრუქტურები და მათი მნიშვნელობა, Javascript, Typescript, Angular და ა.შ.
