ალტე უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების სკოლის ორგანიზებით, სკოლის მოსწავლეებისთვის და სტუდენტებისთვის, განხორციელდა ტრენინგი „ვებ-გვერდის აგება და მართვა“, რომელსაც ალტე უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორი დავით გულუა უძღვებოდა.
მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, რომ შეესწავლათ:
ვებ-გვერდების საფუძვლები: HTML, CSS, JavaScript;
ვებ-გვერდების რედაქტორები და ფრეიმვორკები;
კონტენტის მართვის სისტემები;
ვებ-გვერდები და მონაცემთა ბაზები;
ვებ-გვერდების განთავსება და მართვა.
ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებმა დამოუკიდებლად მოამზადეს პროექტები და ჟიურის წევრებს წარუდგინეს. ყველა მონაწილეს სერტიფიკატი, ხოლო გამარჯვებულებს ფულადი ჯილდოები გადაეცათ.
