საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

Flag 0Flag 1
Flag 0Flag 1
logo

ნოემბერი 07, 2021

USMLE - რეზიდენტურის გამოცდების მოსამზადებელი კურსი

ალტე უნივერსიტეტის მედიცინის საერთაშორისო სკოლას ქართველი და უცხოელი სტუდენტებისთვის და მედიცინის სფეროთი დაინტერესებული ადამიანებისთვის მორიგი მნიშვნელოვანი სიახლე აქვს. თუკი ამერიკაში რეზიდენტურის პროგრამაზე სწავლის გაგრძელება გსურთ, USMLE კურსი (რეზიდენტურის გამოცდების მოსამზადებელი კურსი) სწორედ რომ თქვენთვისაა. უფრო დეტალურად რომ ავხსნათ, ეს არის კურსი, რომელიც მოგამზადებთ და დაგეხმარებათ გამოცდებისთვის საჭირო საკითხების დეტალურად შესწავლაში. გარდა ამისა, გაცნობებთ, რომ, რა თქმა უნდა, უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალი ტექნიკურ მხარდაჭერას გაუწევს თითოეულ დაინტერესებულ პირს გამოცდაზე რეგისტრაციის პროცესში.

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ თუკი გსურთ ჩააბაროთ USMLE-ს პროგრამაზე და წახვიდეთ სასწავლებლად ამერიკაში, აუცილებელია გაიაროთ ECFMG-ის (Educational Commission for Foreign Medical Graduates) აკრედიტაცია, რაც მოიცავს სარეგისტრაციო ფორმის შევსებას იმ საგანმანათლებლო დაწესებულების ეგიდით, რომელიც გახლავთ World Directory of Medical School-ის წევრი. მნიშვნელოვანი ფაქტია ისიც, რომ ალტე უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის პროგრამა აღიარებულია WFME-ის (World Federation of Medical Education) მიერ, რაც, რა თქმა უნდა, ნიშნავს იმას, რომ ჩვენთან მიღებული განათლება საერთაშორისო დონეზეა აღიარებული.

ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის მოქმედებს სპეციალური შეთავაზება:· მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე TOP 3 სტუდენტი უფასოდ ისწავლის USMLE-ს მოსამზადებელ პროგრამაზე. ალტე უნივერსიტეტის მედიცინის საერთაშორისო სკოლის ყველა სტუდენტი ისარგებლებს 50%-იანი ფასდაკლებით.

დეტალური ინფორმაციისთვის დაუკავშირდით მედიცინის საერთაშორისო სკოლის დეკანს, ჯილდა ჭეიშვილს - j.cheishvili@alte.edu.ge

მედიცინა

/