Flag 0Flag 1
logo

თებერვალი 02, 2026

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი რუმინეთის სახელმწიფო უნივერსიტეტ University of Alba Iulia- სთან

ალტე უნივერსიტეტსა და რუმინეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს University of Alba Iulia შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.


მემორანდუმის ფარგლებში ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პერსონალს ექნებათ შესაძლებლობა, ჩაერთონ გაცვლით პროგრამებში, სამეცნიერო პროექტებში, კონფერენციებში, ტრენინგებში, კვლევით პროგრამებსა და სხვა საგანმანათლებლო ინიციატივებში.


“1 Decembrie 1918” University of Alba Iulia დაარსდა 1991 წელს და მდებარეობს ისტორიულ ქალაქ ალბა იულიაში. უნივერსიტეტი დღეს წარმოადგენს მნიშვნელოვან აკადემიურ ცენტრს, რომელიც აერთიანებს ჰუმანიტარულ, სოციალურ, სამართლის, ისტორიის, ინჟინერიისა და ეკონომიკის თანამედროვე პროგრამებს. უნივერსიტეტი აქტიურად მონაწილეობს ევროპულ კვლევით პროექტებში, აქვს ძლიერი საერთაშორისო თანამშრომლობის ქსელი და გამოირჩევა მაღალი ხარისხის სამეცნიერო კონფერენციებით. 


აღნიშნული თანამშრომლობა მიზნად ისახავს საერთაშორისო საგანმანათლებლო და კვლევითი ურთიერთობების გაღრმავებას, აკადემიური შესაძლებლობების გაფართოებასა და სტუდენტების გლობალური გამოცდილების მხარდაჭერას.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი რუმინეთის სახელმწიფო უნივერსიტეტ University of Alba Iulia- სთან