Flag 0Flag 1
logo

დეკემბერი 10, 2024

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი პაკისტანის Superior University-თან

ალტე უნივერსიტეტმა პაკისტანის Superior University-თან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

 

Superior University პაკისტანში გამორჩეულია ინოვაციური საგანმანათლებლო მოდელით, რომელიც გულისხმობს პრაქტიკულ, პროექტებზე დაფუძნებულ სწავლებას. ამასთანავე, უნივერსიტეტი მოიცავს ძლიერ მეწარმეობისა და კვლევის მიმართულებებს. 

 

უნივერსიტეტებს შორის შეთანხმება ხელს შეუწყობს აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისთვის გაცვლითი პროგრამების ორგანიზებას, თანამშრომლობას სწავლებისა და სამეცნიერო-ტექნოლოგიური კვლევების სფეროში, სასწავლო მასალებისა და ლიტერატურის გაცვლას, ერთობლივი პროგრამების განვითარებას.

 

აღნიშნული თანამშრომლობა ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის ჩვენს სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს საერთაშორისო გამოცდილების მიღების კუთხით. 

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი პაკისტანის Superior University-თან