Flag 0Flag 1
ak-shegidzlia-moipovo-stsavlis-sruli-dafinanseba
გაიგე მეტი

ნოემბერი 29, 2024

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ლიბერეცის ტექნიკურ უნივერსიტეტთან (TUL)

ალტე უნივერსიტეტმა ლიბერეცის ტექნიკურ უნივერსიტეტთან (TUL) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. 

 

აღნიშნული უნივერსიტეტი 1953 წელს, ჩეხეთში დაარსდა და დღეს უკვე 8 ფაკულტეტს აერთიანებს. TUL-ი აქტიურად თანამშრომლობს ინდუსტრიის წარმომადგენლებთან და ხელს უწყობს სტუდენტებში ტექნიკური გამოცდილების ათვისებას პროექტებზე დაფუძნებული სწავლების მეთოდოლოგიის გზით. 

 

უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობა ამჟამად ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართულებით შედგა, რომლის მიზანია დაწესებულებათა კვლევითი პროფილის გაძლიერება, ორ სახელმწიფოს შორის სწავლებისა და კვლევის ახალი შესაძლებლობების მოძიება, საგანმანათლებლო პროგრამების შემდგომი განვითარება, პერსონალისა და სტუდენტების ინტერკულტურული კომპეტენციების განვითარება. 

 

ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, შესაძლებელი გახდება სტუდენტებისა და პერსონალის გაცვლით პროგრამებშ მონაწილეობა, ერთობლივი კვლევითი აქტივობების ორგანიზება და სამეცნიერო, თუ სასწავლო ვიზიტების განხორციელება.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ლიბერეცის ტექნიკურ უნივერსიტეტთან (TUL)