ალტე უნივერსიტეტსა და Istanbul Gelisim University (IGU)-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
IGU თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი საერთაშორისო უნივერსიტეტია, რომელიც დღეს 40,000-ზე მეტ სტუდენტს აერთიანებს, მათ შორის 6,000-ზე მეტ საერთაშორისო სტუდენტს 100-ზე მეტი ქვეყნიდან.
უნივერსიტეტი ფლობს AQAS-ის საერთაშორისო აკრედიტაციას, რაც აქ არსებული პროგრამების მაღალ ხარისხსა და ევროპის საგანმანათლებლო სტანდარტებთან შესაბამისობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. IGU გამოირჩევა ბიზნესის, სამართლის, ინჟინერიისა და ჯანდაცვის მეცნიერებების მიმართულებებით არსებული პროგრამების სიძლიერითა და თანამედროვე მიდგომებით.
შეთანხმება მიზნად ისახავს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მობილობის მხარდაჭერას Erasmus+ და ბილატერალური გაცვლითი პროგრამების გზით, ასევე ერთობლივი კვლევისა და საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელებას.
ალტე უნივერსიტეტი უკვე თანამშრომლობს 60-ზე მეტ წამყვან უნივერსიტეტთან ევროპაში, ამერიკაში, აზიასა და სხვა რეგიონებში და კვლავ აგრძელებს საერთაშორისო პარტნიორობის გაფართოებას, რათა სტუდენტებს შესთავაზოს გლობალური გამოცდილება და კონკურენტუნარიანი განათლება.
