Flag 0Flag 1
logo

დეკემბერი 03, 2025

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი CASS European Institute of Advanced Studies-თან

ალტე უნივერსიტეტსა და CASS European Institute of Advanced Studies-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.


CASS European Institute of Advanced Studies (Paris, France) საგანმანათლებლო ინსტიტუტის მისიაა გლობალური ლიდერების ჩამოყალიბება, შესაბამისად, ის სტუდენტებს სთავაზობს პრაქტიკაზე დაფუძნებულ პროგრამებს ბიზნესის, მენეჯმენტის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით. 


მემორანდუმის ფარგლებში სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის დაიგეგმება გაცვლითი პროგრამები, ერთობლივი კვლევები და აკადემიური პროექტები. ასევე, მხარეები იმუშავებენ საერთო ინტერდისციპლინარული პროგრამებისა და ინოვაციური კურსების განვითარებაზე.


აღნიშნული პარტნიორობა ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებს სთავაზობს ახალ შესაძლებლობებს ევროპის ერთ-ერთ წამყვან ქალაქში. ისინი შეძლებენ, მულტიკულტურულ გარემოში მიიღონ თანამედროვე განათლება და მნიშვნელოვანი კარიერული გამოცდილება 

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი CASS European Institute of Advanced Studies-თან