ალტე უნივერსიტეტსა და აშშ-ს ორ წამყვან უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის ფარგლებში ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა, Westcliff University-ში სწავლისას ისარგებლონ 20%- იანი სასწავლო გრანტით, რაც მათთვის საერთაშორისო გამოცდილების მიღებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს გახდის.
Westcliff University კალიფორნიის შტატის თანამედროვე, სწრაფად მზარდი უნივერსიტეტია, რომელიც ბიზნესის, ინჟინერიის, განათლებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით სტუდენტებს ინოვაციურ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს სთავაზობს.
უნივერსიტეტი იუტას შტატის ერთ-ერთი უძველესი და წამყვანი კვლევითი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც მაღალი აკადემიური სტანდარტით, ინოვაციური კვლევებითა და მედიცინის მიმართულებით განსაკუთრებული მიღწევებით გამოირჩევა. ამჟამად, Utah უნივერსიტეტში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის დაახლოებით 35,000 სტუდენტი სწავლობს.
მემორანდუმის მიზანია უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება განათლების, კვლევისა და კლინიკური მიმართულებით. პარტნიორობა მოიცავს ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტებს, ინოვაციებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას, რაც ხელს შეუწყობს როგორც აკადემიური თანამშრომლობის გაძლიერებას, ისე - სტუდენტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობას გლობალურ გარემოში.
