ალტე უნივერსიტეტსა და ლატვიის გამოყენებით მეცნიერებების უნივერსიტეტს (EKA) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი (EKA) არის თანამედროვე, საერთაშორისო აღიარების მქონე საგანმანათლებლო დაწესებულება. უნივერსიტეტი ცნობილია ინოვაციური მიდგომებით, რასაც ადასტურებს U-Multirank-ის რეიტინგებში მოპოვებული მაღალი პოზიციები და 2022 წელს მიღებული BMDA-ის ინოვაციის პრემია.
მემორანდუმის მიზანია აკადემიური, სამეცნიერო და კულტურული თანამშრომლობის ჩამოყალიბება ალტე უნივერსიტეტსა და EKA-ს შორის.
აღნიშნული თანამშრომლობა სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს სთავაზობს ისეთ მრავალმხრივ შესაძლებლობებს, როგორებიცაა:
- ერთობლივი სემინარების, კონფერენციებისა და სხვა აკადემიური ღონისძიებების ორგანიზება;
- ერთობლივი კვლევები ისეთ სფეროებში, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, კომპიუტერული მეცნიერება და ბიზნესის ადმინისტრირება;
- ინტერდისციპლინური პროექტების განხორციელება;
- ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა;
- ლაბორატორიული, საბიბლიოთეკო და სხვა ინფრასტრუქტურული რესურსების გაზიარება;
- საერთაშორისო ტრენინგებში, საზაფხულო სკოლებსა და გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის ხელშეწყობა.
