Flag 0Flag 1
ak-shegidzlia-moipovo-stsavlis-sruli-dafinanseba
გაიგე მეტი

ნოემბერი 28, 2024

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ალგებრასა და PAR-ის უნივერსიტეტთან

ალტე უნივერსიტეტმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ხორვატიის ორ უნივერსიტეტთან, ალგებრასა და PAR-ის უნივერსიტეტთან გააფორმა. 

 

ალგებრა ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და განვითარებადი უნივერსიტეტია ხორვატიაში, რომელმაც ხარისხის ეროვნული სააგენტოს მხრიდან უმაღლესი შეფასებები დაიმსახურა. 

 

ალგებრა სტუდენტებს სთავაზობს სპეციალიზაციას შემდეგ მიმართულებებში: კომპიუტერული და პროგრამული ინჟინერია, მულტიმედია და ციფრული მარკეტინგი, გეიმინგი და 3D დიზაინი, მონაცემთა მეცნიერება, ხელოვნური ინტელექტი, კომუნიკაციების მენეჯმენტი. 

 

PAR-ის, როგორც ხორვატიის პირველ და ერთადერთ კერძო უმაღლეს სასწავლებელს Primorje - Gorski Kotar-ის რეგიონში, აქვს მნიშვნელოვანი გამოცდილება, რომელიც ეხმარება სტუდენტებს შრომის ბაზრისთვის უკეთ მომზადებასა და მეწარმეობისთვის საჭირო უნარების გაძლიერებაში. 

 

PAR-ის უნივერსიტეტთან თანამშრომლობა ითვალისწინებს უნივერსიტეტებს შორის მრავალმხრივი კავშირების განვითარებას, მაგალითად: სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს შორის ცოდნის გაზიარებას კომპიუტერული მეცნიერებების, ბიზნესის ადმინისტრირების, სამართლის, ფსიქოლოგიის, ტურიზმის, მედიცინისა და სტომატოლოგიის მიმართულებით.

 

აღნიშნული თანამშრომლობა ალტე უნივერსიტეტს მისცემს შესაძლებლობას გადადგას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ხორვატიული და ქართული კულტურისა და უმაღლესი განათლების სისტემების დაახლოების გზაზე.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ალგებრასა და PAR-ის უნივერსიტეტთან