მარტი 12, 2025
ურთიერთობები და ემოციური ინტელექტი სამუშაო გარემოში
ალტე უნივერსიტეტში, საერთაშორისო სერტიფიცირებულმა ტრენერმა - ირმა ქორთუამ, ჩაატარა ვორკშოპი თემაზე: "ურთიერთობები და ემოციური ინტელექტი სამუშაო გარემოში“.
შეხვედრის განმავლობაში ირმამ ისაუბრა სამუშაო გარემოში ემოციური ინტელექტისა და ურთიერთობების მნიშვნელობაზე. მან ასევე განიხილა სტრესის მართვის, კონფლიქტური სიტუაციების პრევენციისა და კომუნიკაციის ტექნიკები. სტუმრებს ჰქონდათ შესაძლებლობა, გაეუმჯობესებინათ ისეთი უნარები, რომლებიც მათ დაეხმარებათ დასაქმებასა და კარიერულ განვითარებაში.







