გლობალური უნარების განმავითარებელი ვორკშოპების სერიის ფარგლებში, ალტე უნივერსიტეტს ამჯერად საერთაშორისო სერტიფიცირებული ტრენერი - ირმა ქორთუა ესტუმრა.
ვორკშოპი ეხებოდა თემას - “ურთიერთობები და ემოციური ინტელექტი სამუშაო გარემოში“. შეხვედრის განმავლობაში ირმამ ისაუბრა სამუშაო გარემოში ემოციური ინტელექტისა და ურთიერთობების მნიშვნელობაზე.
შეხვედრის ფარგლებში, ირმამ განიხილა სტრესის მართვის, კონფლიქტური სიტუაციების პრევენციისა და კომუნიკაციის ტექნიკები. სტუმრებს ჰქონდათ შესაძლებლობა, გაეუმჯობესებინათ ისეთი უნარები, რომლებიც მათ დაეხმარებათ დასაქმებასა და კარიერულ განვითარებაში.
ვორკშოპის დასრულების შემდეგ თითოეულ მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი.

