Flag 0Flag 1
logo

მაისი 02, 2025

უნივერსიტეტიდან ბიზნეს სამყაროში: რეალური გამოწვევები

შეხვედრების სერიის - „შეგიძლია” ფარგლებში ალტე უნივერსიტეტს Mastercard-ის (საქართველო და სომხეთი ) მარკეტინგისა და კომუნიკაციების მიმართულების ხელმძღვანელი და ოქსფორდის უნივერსიტეტის MBA კანდიდატი, მარიამ ჭანტურია ესტუმრება, რომელიც ჩაატარებს საჯარო შეხვედრას თემაზე: „უნივერსიტეტიდან ბიზნეს სამყაროში: რეალური გამოწვევები”.

 

შეხვედრის ფარგლებში მარიამი ისაუბრებს შრომითი ბაზრის მოთხოვნების შესახებ და სტუდენტებსა და დაინტერესებულ პირებს გაუზიარებს, თუ როგორ შექმნან პირადი ბრენდი და როგორ გახდნენ კონკურენტუნარიანი პროფესიონალები. მარიამი ასევე ისაუბრებს პირველი სამსახურის ძიების რეალობაზე და სტუდენტებს მისცემს საჭირო რჩევებს, რომლებიც კარიერის საწყის ეტაპზე დაეხმარებათ.

 

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია! 

 

სარეგისტრაციო ბმული: https://shorturl.at/go8u3

 

  • 15 მაისი
  • 17:00 საათი
  • ალტე უნივერსიტეტი
უნივერსიტეტიდან ბიზნეს სამყაროში: რეალური გამოწვევები