Flag 0Flag 1

სექტემბერი 29, 2026

UI GreenMetric Sustainable University Rankings-ის 2026 წლის ახალი შედეგები

UI GreenMetric Sustainable University Rankings-ის 2026 წლის ახალი შედეგებით, ალტე უნივერსიტეტმა საერთაშორისო რეიტინგში პოზიციები მნიშვნელოვნად გააუმჯობესა და 49 საფეხურით დაწინაურდა.


ალტე უნივერსიტეტი აღნიშნულ გლობალურ შეფასებას 2025 წელს შეუერთდა და ერთადერთი ქართული უმაღლესი სასწავლებელი იყო. წელს კი, 3,682 ქულით, პირველ ადგილს იკავებს ქართულ უნივერსიტეტებს შორის.


UI GreenMetric-ის გლობალური სისტემა უნივერსიტეტების მდგრადობის პოლიტიკასა და პრაქტიკას 7 ძირითადი მიმართულებით აფასებს:

  • ინფრასტრუქტურა (Setting and Infrastructure);
  • ენერგია და კლიმატის ცვლილება (Energy and Climate Change);
  • ნარჩენების მართვა (Waste);
  • წყლის რესურსები (Water);
  • ტრანსპორტი (Transportation);
  • განათლება და კვლევა (Education and Research);
  • მმართველობა და ციფრული ტექნოლოგიები (Governance and Digitalization).

 

გასულ წელთან შედარებით ალტე უნივერსიტეტმა შედეგები გააუმჯობესა ენერგიისა და კლიმატის ცვლილების, ნარჩენების მართვის, წყლის რესურსების, ასევე განათლებისა და კვლევის მიმართულებებში.
 

UI GreenMetric-ში მონაწილეობა ალტე უნივერსიტეტს აძლევს შესაძლებლობას, სისტემურად შეაფასოს მდგრადობის მიმართულებით მიღწეული პროგრესი, გამოკვეთოს შემდგომი განვითარების საჭიროებები და საკუთარი პრაქტიკა საერთაშორისო გამოცდილებას შეადაროს.
 

2026 წლის შედეგები ასახავს უნივერსიტეტის მიერ ბოლო პერიოდში მდგრადი განვითარების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს და ქმნის საფუძველს მწვანე კამპუსის, მდგრადობის მმართველობისა და შესაბამისი აკადემიური და ინსტიტუციური ინიციატივების შემდგომი განვითარებისთვის.

ui-greenmetric-sustainable-university-rankings-is-2026-tslis-akhali-shedegebi