აპრილი 18, 2022
ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტის პროგრამა
ალტე უნივერსიტეტი გთავაზობს ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამას, რომლის ფარგლებში შეძლებ, შეისწავლო სფეროს თანამედროვე მიდგომები, გაიარო პრაქტიკა წამყვან ორგანიზაციებში და დაიწყო საკუთარ ბიზნესზე მუშაობა.
ალტე უნივერსიტეტი სრულად ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებელია, რომელიც 15 ქვეყნის 2100-ზე მეტ სტუდენტს 4 სკოლაში აერთიანებს. უნივერსიტეტი ახორციელებს 15-მდე აკადემიურ პროგრამას როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო საფეხურებზე.

