- ვისთვის არის ეს კურსი?
კურსი განკუთვნილია მარკეტინგისა და გაყიდვების გუნდებისთვის, მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელებისთვის, შიდა კომუნიკაციის მენეჯერებისთვის და სხვა.
- კურსის მიმოხილვა
კურსის ამოცანაა მონაწილეს შეასწავლოს ციფრული მარკეტინგის ტექნოლოგიები და ციფრული მარკეტინგული ინსტრუმენტების გამოყენებით, კომუნიკაციის სხვადასხვა სახეებზე მოახდინოს აქცენტირება. მიღებული ცოდნის საფუძველზე მონაწილე შეძლებს, თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებით შეიმუშაოს ინფორმაციის მიწოდებისა და კომუნიკაციის ეფექტური გზები და ჩამოაყალიბოს ელექტრონული კომერციის ბიზნეს მოდელები. ასევე, კურსის მიზანია, მონაწილემ უზრუნველყოს კვლევის საფუძველზე სამიზნე აუდიტორიის იდენტიფიცირება, სწორი მიზნების დასახვა და სამიზნე აუდიტორიასთან კომუნიკაცია.
- ტრენერი
ნათია მეფარიშვილი - ალტე უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ლექტორი. აქვს მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება პიარისა და მარკეტინგის მიმართულებით, ტრენერი, Women Business Council in Georgia-ს დამფუძნებელი და თავმჯდომარე. LinkedIn
- კურსის ხანგრძლივობა
კურსი მოიცავს 21 საკონტაქტო საათს.
*სასწავლო პროგრამა და განრიგი შესაძლებელია მოერგოს ორგანიზაციის ინდივიდუალურ მოთხოვნებსა და საჭიროებებს.
კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ალტე უნივერსიტეტის სერტიფიკატი.
საკონტაქტო: LLC@alte.edu.ge