Flag 0Flag 1
ak-shegidzlia-moipovo-stsavlis-sruli-dafinanseba
გაიგე მეტი

ივნისი 30, 2026

წელს პირველად ალტე უნივერსიტეტი THE Sustainability Impact Ratings 2026-ს შეუერთდა!

წელს პირველად ალტე უნივერსიტეტი THE Sustainability Impact Ratings 2026-ს შეუერთდა!

 

The Times Higher Education Sustainability Impact Ratings გლობალურად აფასებს უნივერსიტეტების წვლილს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) შესრულებაში. ალტე უნივერსიტეტმა განაცხადი გააკეთა 5 კონკრეტულ მიმართულებაზე: ჯანმრთელობა და კეთილდღეობა (SDG 3), ხარისხიანი განათლება (SDG 4), შემცირებული უთანასწორობა (SDG 10), მშვიდობა, სამართლიანობა, ძლიერი ინსტიტუციები (SDG 16) და პარტნიორობა მიზნების მისაღწევად (SDG 17).

 

განსაკუთრებით აღსანიშნავია ალტე უნივერსიტეტის მაჩვენებლები შემდეგ მიმართულებებში, სადაც მსოფლიო მასშტაბით ტოპ 401-600 უნივერსიტეტს შორის მოიპოვა ადგილი:

 

SDG 3 - ჯანმრთელობა და კეთილდღეობა;

SDG 16 - მშვიდობა, სამართლიანობა, ძლიერი ინსტიტუციები.

 

ალტე უნივერსიტეტი აქტიურად განაგრძობს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მხარდაჭერას, როგორც შიდა საუნივერსიტეტო და საერთაშორისო პროექტებით, ისე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებით. მდგრადი განვითარება უნივერსიტეტის სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.

 

ვრცლად: https://www.timeshighereducation.com/impactrankings

tsels-pirvelad-alte-universiteti-the-sustainability-impact-ratings-2026-s-sheuertda