ak-shegidzlia-moipovo-stsavlis-sruli-dafinanseba
გაიგე მეტი

ნოემბერი 28, 2025

ტრენინგი „AI for C-Level Executives“ წარმატებით დასრულდა

ალტე უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის მიერ ორგანიზებული ტრენინგი „AI for C-Level Executives“ წარმატებით დასრულდა.
 

ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა სექტორის C-level მენეჯერებმა. სესიას ხელმძღვანელობდა ჩეხეთის პროფესიული უმაღლესი განათლების ასოციაციის დირექტორი და უფროსი მკვლევარი - იან ბესედა (Ph.D), რომელიც მოღვაწეობს ხელოვნური ინტელექტის, საგანმანათლებლო ტექნოლოგიების, დიჯიტალიზაციისა და ხარისხის უზრუნველყოფის სფეროებში. ის ხელმძღვანელობდა ისეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო პროექტს, როგორიცაა TransInnovate, რომელიც ხელს უწყობს ციფრულ ტრანსფორმაციასა და პროფესიული განათლების განვითარებას ევროპის მასშტაბით.
 

ტრენინგი ეხებოდა ხელოვნური ინტელექტის (AI) სტრატეგიულ ინტეგრაციას მენეჯერების ყოველდღიურ საქმიანობაში. მონაწილეებმა შეისწავლეს AI-ის გამოყენება ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაციისთვის, მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მისაღებად და ორგანიზაციული ეფექტიანობის გასაზრდელად.
 

სესია მოიცავდა დისკუსიებს, პრაქტიკულ მაგალითებზე მუშაობასა და უახლესი ტენდენციების განხილვას. 

ტრენინგი „AI for C-Level Executives“ წარმატებით დასრულდა