Flag 0Flag 1
logo

აპრილი 21, 2026

TikTok LIVE სერია - ეპიზოდი 2: როგორ ავირჩიოთ პროფესია სწორად?

ალტე უნივერსიტეტი აგრძელებს TikTok LIVE სერიას აბიტურიენტებისა და მათი მშობლებისთვის, რომლის მიზანია კარიერული არჩევანის პროცესში მათთვის საჭირო ინფორმაციისა და პრაქტიკული რეკომენდაციების გაზიარება.

 

პროფესიის არჩევა წარმოადგენს მნიშვნელოვან და პასუხისმგებლობით სავსე ეტაპს, რომელიც განსაზღვრავს მომავალ კარიერულ განვითარებას. სწორედ ამ საკითხს დაეთმობა მორიგი LIVE შეხვედრა თემაზე — „როგორ ავირჩიოთ პროფესია“.

 

შეხვედრა გაიმართება 28 აპრილს, 21:00 საათზე, რომლის სტუმარი იქნება ნანა იამანიძე — One Point-ისა და ცურ ჯგუფი-ის HR & OD დირექტორი. სპიკერი ისაუბრებს პროფესიის შერჩევის პროცესზე თანამედროვე ტენდენციებისა და ტექნოლოგიური ცვლილებების გათვალისწინებით.

 

LIVE-ის ფარგლებში ასევე განხილული იქნება მშობლების როლი პროფესიის არჩევის პროცესში და ის უნარები, რომლებიც მნიშვნელოვანია მუდმივად ცვალებად გარემოში, გლობალურ შრომით ბაზარზე კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად.

 

დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ შეუერთდნენ LIVE შეხვედრას, მიიღონ პრაქტიკული რეკომენდაციები და დაუსვან სპიკერს მათთვის საინტერესო შეკითხვები.


დრო: 28 აპრილი, 21:00 საათი.

https://www.tiktok.com/@alteuniversity

tiktok-live-seria-epizodi-2-rogor-avirchiot-profesia-stsorad