ალტე უნივერსიტეტი აბიტურიენტებისა და მათი მშობლებისთვის TikTok LIVE სერიას იწყებს, რომლის მიზანია ეროვნული გამოცდების პერიოდისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება და მხარდაჭერა.
ეროვნული გამოცდების მოლოდინი ხშირად დაკავშირებულია სტრესთან და გადაღლასთან, განსაკუთრებით სიახლეებისა და ცვლილებების ფონზე. აღნიშნულ პირობებში მნიშვნელოვანია სიმშვიდისა და თავდაჯერებულობის შენარჩუნება, ცვლილებებთან ადაპტაცია, რეგულარული მომზადების გაგრძელება და მიზნისკენ ეტაპობრივად სვლა.
TikTok LIVE სერიის პირველი შეხვედრა გაიმართება 30 მარტს, 21:00 საათზე, რომლის სტუმარიც იქნება პიროვნული განვითარების მენტორი, გვანცა ბარაბაძე. შეხვედრის ფარგლებში ის ისაუბრებს იმ პრაქტიკულ მიდგომებზე, რომლებიც ეხმარება ახალგაზრდებს მუდმივად ცვალებად გარემოსთან ადაპტაციაში, მოტივაციის შენარჩუნებასა და პრიორიტეტულ საკითხებზე კონცენტრირებაში.
დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ შეუერთდნენ ალტე უნივერსიტეტის TikTok LIVE-ს, მიიღონ პრაქტიკული რეკომენდაციები და დაუსვან სტუმარს მათთვის საინტერესო კითხვები.

